დოდო გუგეშაშვილმა მასზე და მის შვილზე მომხდარ თავდასხმაზე პირველი კომენტარი გააკეთა

„ნურავინ მისცემს ამას პოლიტიკურ სპეკულაციას და სარჩულს", - ასე გამოეხმაურა ყოფილი "მხედრიონელი" დოდო გუგეშაშვილი მასზე და მის შვილზე განხორცილებულ თავდასხმას.

"ეს არ არის არც პოლიტიკური, არც ბიზნესი, არც წინა საუკუნის დაპირისპირება, არც აფხაზეთი.... დარწმუნებული ვარ, არც ერთი მათგანი არ არის. უბრალოდ ვერ ვხვდები, რა არის. ამიტომ ნურავინ მისცემს ამას პოლიტიკურ სპეკულაციას და სარჩულს. არანაირი პოლიტიკური, არც ძველი დროის, არც შემდგომი და არც ახლანდელი აქ არ არის", - აღნიშნა დოდო გუგეშაშვილმა. მისი კომენტარი ჟურნალისტმა მაკა რაზმაძემ "ფეისბუქზე" გაავრცელა.

როგორც ცნობილია, დოდო გუგეშაშვილმა შვილის გარდაცვალების ამბავი დღეს შეიტყო. ღუდუშაურის კლინიკაში მოთავსებულ დოდო გუგეშაშვილს შვილის, ნოდარ გუგეშაშვილის გარდაცვალების შესახებ მეგობრებმა და სასულიერო პირებმა უთხრეს. ამის შემდეგ ყოფილი "მხედრიონელი" რეანიმობილით იმ სახლში გადაიყვანეს, სადაც მისი ვაჟის ცხედარი ასვენია. მოგვიანებით გუგეშაშვილი კვლავ კლინიკაში დააბრუნეს.

დოდო გუგეშაშვილის პირველი კომენტარი შვილის მკვლელობის შემდეგ - "არ არის არც წინა საუკუნის დაპირისპირება, არც აფხაზეთი"

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს