დოდო გუგეშაშვილს რეანიმობილით დღეს უკვე შვილის დაკრძალვაზე მიიყვანენ

7 თებერვალს სროლის შედეგად გარდაცვლილ ნოდარ გუგეშაშვილს დღეს დაკრძალავენ. შვილის გარდაცვალების ამბავი ყოფილ „მხედრიონელს“, დოდო გუგეშაშვილს გუშინ შეატყობინეს.

ის შვილის პანაშვიდზე რეანიმობილით ღუდუშაურის კლინიკიდან მიიყვანეს, რის შემდეგაც ისევ კლინიკაში დააბრუნეს. დაჭრილი დოდო გუგეშაშვილი ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. დღეს მას შვილის დაკრძალვაზე ისევ კლინიკიდან მიიყვანენ.

დოდო გუგეშაშვილს და მის 33 წლის შვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან საუკუთარ სახლში ესროლეს. შვილი ადგილზე გარდაიცვალა, დოდო გუგეშაშვილი კი ამ დრომდე საავადმყოფოში მკურნალობს.

ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილის თქმით, მკვლელი, სავარაუდოდ, დაქირავებუული ქილერია. დანაშაულის მოტივი უცნობია. საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა