ლევან გოგიჩაიშვილი - საპენსიო რეფორმის კანონპროექტზე სამფურცლიანი განმარტებითი ბარათი საკმარისი არ არის

საპენსიო რეფორმის კანონპროექტზე სამფურცლიანი განმარტებითი ბარათი საკმარისი არ არის და უფრო მეტი ინფორმაცია გვჭირდება, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუას, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონპროექტს განიხილავენ.

გოგიჩაიშვილის თქმით, ის მზად არ არის 100%-ით მხარი დაუჭიროს წარმოდგენილ ვარიანტს და მხოლოდ შენიშვნების გათვალისწინებით დაუჭერს მას მხარს.

"სერიოზული ანალიზი არ ახლავს ამ პროექტს. ამხელა რეფორმას რომ გეგმავ, სამფურცლიანი განმარტებითი ბარათით ვერ შემოიფარგლები. როდესაც მთხოვ გადაწყვეტილების მიღებას და მე არ ვარ ამ დარგის სპეციალისტი, ვფიქრობ, მეტი ინფორმაცია მჭირდება - 3 ფურცელი განმარტებითი ბარათი საკმარისი არ არის",- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ