ირაკლი შიხიაშვილი - 10 თვის წინ გამოჩნდა ადამიანი, რომელიც დოდო გუგეშაშვილს დიდი ოდენობით ქარვის აეროპორტამდე უსაფრთხოდ მიტანაში დახმარებას სთხოვდა

ამ ეტაპზე ცნობილია ის, რომ 10 თვის წინ გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც თითქოსდა ბიზნესში დახმარების მიზნით დაამყარა დოდო გუგეშაშვილთან ურთიერთობა, თუმცა ვინ იყო ეს პირი, არ ვიცით, - ამის შესახებ ვეტერანთა კავშირის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი შიხიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული პირი დოდო გუგეშაშვილს გაეცნო როგორც ომის ვეტერანი და ამგვარად მოიპოვა დოდო გუგეშაშვილის ნდობა.

„ცნობილია ის, რომ 10 თვის წინ გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც თითქოსდა ბიზნესში დახმარების მიზნით მოახერხა და დაამყარა დოდო გუგეშაშვილთან ურთიერთობა. როგორც ვიცით, ეს პირი სთხოვდა დოდო გუგეშაშვილს, რათა დახმარებოდა და დიდი ოდენობით შეძენილი ქარვა უსაფრთხოდ მიეტანა აეროპორტამდე. ისიც ვიცით, რომ დოდო გუგეშაშვილს გაეცნო როგორც ომის ვეტერანი. იმედი გვაქვს, რომ როდესაც დოდო გუგეშაშვილი მდგომარეობიდან გამოვა, შეძლებს და გაიხსენებს რაიმე მნიშვნელოვან დეტალს, რაც გამოძიებისთვის ხელჩასაჭიდი იქნება“, - განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს