ტარიელ კაკაბაძე - დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთხელ დავასაბუთეთ, რომ ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფაქტები სინამდვილისგან ძალიან განსხვავდება

დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთხელ დავასაბუთეთ, რომ ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფაქტები სინამდვილისგან ძალიან განსხვავდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დღეს სასამართლოში #51-ე სკოლის მანდატური, ექიმი და ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი ჩხუბის თვითმხილველი დაიკითხა.

"დღევანდელ სხდომაზე გადაიდგა კიდევ ერთი ნაბიჯი დაცვის მხარის მიერ იმის დასასაბუთებლად, რომ ბრალდების მხარის პოზიცია არის უსაფუძვლო და ის, რაც ბრალდების დადგენილებაშია მითითებული, ძალიან განსხვავდება სინამდვილისგან. ის, რაც მოწმემ დააადასტურა, განსხვავდება იმ გარემოებებისგან, რასაც პროკურატურა გვთავაზობს. შესაბამისად, მას შემდეგ, რაც ჩვენ დავკითხავთ სხვა პირებს, დასკვნით სიტყვაში ამ ყველაფრის ანალიზს მოვახდენთ და სასამართლო დარწმუნდება, რომ ბრალდების მხარის პოზიცია არის სრულიად უსაფუძვლო", - განაცხადა კაკაბაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა