მალხაზ მაჩალიკაშვილი - მთელი ხეობა მეუბნება ჩავიდეთ თბილისში და აქციები გავმართოთო, მაგრამ ამ ხალხს ვეუბნები, რომ თავი შევიკავოთ

მთელი ხეობა მეუბნება ჩავიდეთ თბილისში და აქციები გავმართოთო, მაგრამ ამ ხალხს ვეუბნები, რომ თავი შევიკავოთ, - ამის შესახებ ”პალიტრანიუსის გადაცემაში ”360 გრადუსი” გარდაცვლილ თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მთავარ პროკურთან შეხვედრის შემდგომ მას დღემდე არავინ შეხმიანებია, მიუხედავად იმისა, რომ იყო პირიობა საქმეში ახალი დეტალები გაირკვეოდა.

”პროკურორთან შეხვერდრის შემდგომ არანაირი სიახლე არ არის, არავინ დაგვკავშირებია. შეხვედრაზე გვითხრეს, რომ ერთი კვირის განმავლობაში ახალი დეტალები იქნებაო. მთელი ხეობა მეუბნება, ჩავიდეთ თბილისში და აქციები გავმართოთო, მაგრამ ამ ხალხს ვეუბნები, რომ თავი შევიკავოთ. მე არც ის მინდა რომ ჩემი წუხილი ხალხზე გადავიტანო და სიტყვა მაქვს ნათქვამი, რომ უნდა დაველოდო სამართალს”, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა