გიორგი კვირიკაშვილი - საქართველი იქცა ლიდერად რეგიონში სტაბილური ევროპული დემოკრატიის მშენებლობის თვალსაზრისით

საქართველი იქცა ლიდერად რეგიონში სტაბილური ევროპული დემოკრატიის მშენებლობის თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციის ფარგლებში სპეციალურად საქართველოსადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილმა დეტალურად ისაუბრა საქართველოს ტრანსფორმაციის ამსახველ უკანასკნელ მონაცემებზე, რომლებიც, მისი შეფასებით, შთამბეჭდავია.

„საკმარისია ვახსენოთ, რომ საქართველომ, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსის თანახმად, 104-ე ადგილიდან (2012 წელი) გადაინაცვლა 64-ე ადგილზე; ასევე, გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის თანახმად, 137-ე ადგილიდან 48-ე ადგილზე; ასევე, 74 ადგილით გაიუმჯობესა პოზიცია, გადაინაცვლა რა 120-ე ადგილიდან 46-ე ადგილზე საკუთრების უფლების კატეგორიაში. საქართველო არის ბუნებრივი კვანძი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს. ჩვენ აქტიურად ვუჭერთ მხარს აღმოსავლეთ-დასავლეთის სტრატეგიულ ინიციატივებს, მათ შორის, სამხრეთის დერეფანს და აბრეშუმის ახალ გზას. ჩვენმა მთავრობამ წამოიწყო ამბიციური ინფრასტრუქტურული პროექტები, რათა ხელი შეუწყოს აღმოსავლეთ-დასავლეთის სახმელეთო, საზღვაო და სარკინიგზო ვაჭრობას. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზამ, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს, რეგიონში ახალი დინამიკა შემოიტანა. აქტიურად მიმდინარეობს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, რითაც მზადდება საფუძველი რეგიონში სამომავლო ინვესტიციებისა და კეთილდღეობისთვის. ევროკავშირის გარდამქმნელი ძალის, ასევე, ჩვენი ხალხის ევროპული არჩევნისა და ურყევი გადაწყვეტილების წყალობით, საქართველი იქცა ლიდერად რეგიონში სტაბილური ევროპული დემოკრატიის მშენებლობის თვალსაზრისით“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, საქართველო ძალიან აფასებს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმრის სტატუსს, რომელიც იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, გერმანულ და გლობალურ აუდიტორიებს მიეცეთ თანამედროვე ქართული ლიტერატურისა და მდიდარი მემკვიდრეობის, ისტორის, ტრადიციებისა და კულტურის გაცნობის საშუალება.

"საქართველო-გერმანიის ჰარმონიული ურთიერთობების აღდგენის პროცესი იმდენად ინტენსიურია, რომ ორი ქართველი მწერალი გერმანულადაც კი წერს წიგნებს. მათ უკვე დაიმკვიდრეს ადგილი, როგორც ცნობილმა გერმანელმა ავტორებმა. ბევრი თქვენგანი შეიძლება იცნობს ამ მწერლების ნაწარმოებებს, ესენია: ნინო ხარატიშვილი და გივი მარგველაშვილი. სხვადასხვა ქართველი მწერლის დაახლოებით 200 წიგნი, როგორც თანამედროვე, ისე კლასიკა, წარდგენილი იქნება ფრანკფურტის წიგნის წლევანდელ ბაზრობაზე. ვფიქრობ, ეს არის არა მხოლოდ ქართველი მწერლების ლიტერატურული ნიჭის აღიარება, არამედ ჩვენს ერებს შორის თბილი გრძნობების სიმბოლოც: საქართველოს, როგორ ევროპული მისწრაფებების მქონე ქვეყანას, და გერმანიას, როგორც დამკვიდრებულ ევროპულ დემოკრატიულ და ინდივიდუალურ თავისუფლებათა დამცველ ქვეყანას შორის. ყოველივე ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები მოიცავს არა მხოლოდ საქართველოს ევროპული დღის წესრიგის ტექნიკურ საკითხებს, არამედ ასევე მოიცავს მწერლების, პოეტებისა და მხატვრების შემოქმედებითი წარმოსახვის ძალას, რომელიც აერთიანებს განსხვავებულ კულტურებს და ხოტბას ასხამს ჩვენი საერთო მსოფლიოს მრავალფეროვნებასა და სიმდიდრეს", - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

სპეციალურად საქართველოსადმი მიძღვნილი ღონისძიება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თანაორგანიზებით გაიმართა. თემატურ დისკუსიაში მთავრობის წევრები და ქართველი ავტორები მონაწილეობდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა