ირაკლი კობახიძე ჩაბუქზე - ჩვენ პატივს ვცემთ სასამართლოს გადაწყვეტილებას - თურქეთი სტრატეგიული პარტნიორია და მეგობრული ურთიერთობები გაგრძელდება

თურქეთი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ვფიქრობ, მეგობრული ურთიერთობები აუცილებლად გაგრძელდება. მე ამაში დარწმუნებული ვარ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძე გამოეხმაურა დემირელის კოლეჯის დირექტორის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის 1000- ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, ხომ არ აისახება სასამართლოს გადაწყვეტილება ორი ქვეყნის ურთიერთობაზე.

“ეს იყო სასამართლოს მიერ მისაღები გადაწყვეტილება და სასამართლომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ჩვენ პატივს ვცემთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. რაც შეეხება საერთაშორისო პოზიციებს და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობას, ჩვენ გვაქვს იმის რესურსი, რომ დავალაგოთ ურთიერთობები ყველა პირობებში ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან. თურქეთი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ვფიქრობ, მეგობრული ურთიერთობები აუცილებლად გაგრძელდება. მე ამაში დარწმუნებული ვარ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მუსტაფა ემრე ჩაბუქი 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა დღეს მიიღო.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო