დოდო გუგეშაშვილი ღუდუშაურის კლინიკას უახლოეს დღეებში დატოვებს

თადარიგის პოლკოვნიკი დოდო გუგეშაშვილი ღუდუშაურის კლინიკას უახლოეს დღეებში დატოვებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კლინიკაში განუცხადეს.

კლინიკის ინფორმაციით, დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 16 თებერვლიდან მკურნალობას პალატაში გადის.

„დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე იძლევა იმის საფუძველს, რომ უახლოეს დღეებში ბინაზე გაეწეროს. ხვალ იქნება თუ ზეგ, ჯერ ექიმი ვერ აკონკრეტებს“, - განმარტეს კლინიკაში.

დოდო გუგეშაშვილს და მის ვაჟს ნოდარ გუგეშაშვილს საცხოვრებელ სახლში 7 თებერვალს დაესხნენ თავს. ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად ნოდარ გუგეშაშვილი გარდაიცვალა, დოდო გუგეშაშვილი კი გულ-მკერდის არეში დაიჭრა.

თავდამსხმელი დაკავებული არ არის. შსს-ს ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს