სოსო ბარათაშვილი - ჩაბუქის საქმისწარმოებაში მნიშვნელოვანია საერთაშორისო და ადგილობრივი გავლენიანი ორგანიზაციების მონაწილეობა, რათა გამჭვირვალობის ხარისხი გაიზარდოს

ვითარება გარკვეულწილად შეცვლილია, მაგრამ თვითდამშვიდების არანაირი უფლება არ გვაქვს, - ამის შესახებ ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკარტმა, სოსო ბარათაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული საქმის განხილვაში დიდ როლს თამაშობს გეოპოლიტიკური მდგომარეობა და ის პოლიტიკური პროცესები, რომელიც თურქეთში მიმდინარეობს და რომელმაც შესაძლოა საქართველოზე იქონიოს გავლენა. ადვოკატის განცხადებით, მნიშვნელოვანია ჩაბუქის საქმის წარმოებაში საერთაშორისო და ადგილობრივი გავლენიანი ორგანიზაციების მონაწილეობა, რათა გაიზარდოს გამჭვირვალობისა და სამართლიანობის ხარისხი. ადვოკატი დარწმუნებულია, რომ თუ სასამართლო სამართლებრივად იმსჯელებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფის თურქეთში ექსტრადირება არ მოხდება.

”სასამართლო დღეს გაურკვეველი ვადით გადაიდო და მომდევვნო სხდომაზე განხილვა ჩვენი ვრცელი პოზიციის წარდგენით გაგრძელდება. ვფიქრობთ, რომ თუ სამართლებრივად მიუდგება სასამართლო შუამდგომლობის განხილვას, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვას მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირება”, - განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს