ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრებისა და გუბერნატორების შეხვედრაზე სამშენებლო რეგულაციები და მიწებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს

სამშენებლო რეგულაციები და სანქციები, ასევე, მიწებთან დაკავშირებული საკითხი იყო ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრების გუბერნატორებთან შეხვედრის მთავარი თემა. ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ სახელმწიფო რწმუნებულებთან გამართული აუდიენცია ნაყოფიერად შეაფასა.

”გუბერნატორებმა ისაუბრეს რეგიონებში არსებულ გამოწვევებზე და გამოწვევების საკანონმდებლო გადაწყვეტის მათეულ ხედვაზე. ჩვენ მათთან აქტიურ თანამშრომლობას გავაგრძელებთ. შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი იყო”, - განუცხადა ჟურნალისტებს მამუკა მდინარაძემ.

გუბერნატორების შეფასებით, სამშენებლო სანქციებთან და შეზღუდვებთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია რეგიონების სპეციფიკა და რეგიონებში მოქმედი სამშენებლო კომპანიების ფინანსური შესაძლებლობები. ”დეპუტატები დაინტერესდნენ, თუ როგორია ხედვა რეგიონებში მთელ რიგ საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით. დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი შეეხო შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს, სამშენებლო რეგულაციებს და მიწის თემას, რაზეც ჩვენი აზრი გამოვხატეთ. აღნიშნულ საკითხებს მუნიციპალიტეტებთან განვიხილავთ და პარლამენტს კონკრეტულ რეკომენდაციას მივცემთ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია მიწის შესახებ ახალი კანონის მიღება. აქ არის რამდენიმე საკითხი, რომელსაც დანახვა და გააზრება სჭირდება, მათ შორის სოფელთან მიმართებით”, - განუცხადა ჟურნალისტებს კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა უმრავლესობის დეპუტატებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა