დოდო გუგეშაშვილს ღუდუშაურის კლინიკიდან, სავარაუდოდ, დღეს გაწერენ

თადარიგის პოლკოვნიკს დოდო გუგეშაშვილს ღუდუშაურის საავადმყოფოდან, სავარაუდოდ, დღეს გაწერენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ღუდუშაურის კლინიკის პრესსამსახურში განუცხადეს.

„დღეს დაგეგმილია, რომ კლინიკიდან გაეწეროს დოდო გუგეშაშვილი, 14:00 საათისთვის შეამოწმებს ექიმი პაციენტს, რის შემდეგაც დაზუსტდება კონკრეტულად როდისთვის გაეწერება“, - განაცხადა პრესსამსახურმა.

შეგახსენებთ, რომ დოდო გუგეშაშვილსა და მის ვაჟზე შეიარაღებული თავდასხმა 7 თებერვალს განხორციელდა. ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად დოდო გუგეშაშვილი გულ-მკერდის არეში დაიჭრა, მისი შვილი ნოდარ გუგეშაშვილი კი გარდაიცვალა.

თავდამსხმელი ჯერჯერობით დაკავებული არ არის.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს