ნუკრი ქანთარიას შეფასებით, “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებული პროცესი პირად, პოლიტიკურ ინტერესებში გადაიზარდა

“ქართული ოცნების“ დეპუტატის ნუკრი ქანთარიას შეფასებით, “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებული პროცესი პირად, პოლიტიკურ ინტერესებში გადაიზარდა.

როგორც ქანთარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვისას განაცხადა, პროცესები სხვა სიბრტყეშია გადასული, რაშიც მონაწილეობის სურვილი არა აქვს.

“მგონია, რომ ჩვენ ყველანი პროცესიდან გავედით. ვფიქრობ, რომ შეცდომა დავუშვით, როდესაც თვითონ პროცესში საკითხი სხვა კატეგორიაში ავიყვანეთ - აბსოლუტურად გაზვიადებულია პრეზიდენტის მხრიდან და ჩვენც ამ პროცესს შევყევით და ეს პოლიტიკურ, პირად ინტერესებში უფრო გადაიზარდა, ვიდრე მართლა გვაღელვებდეს მედიის საქმე. შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ ამ კანონის მიღებით დამოუკიდებელი ტელეკომპანიები დაიხურება და დაინგრევა. მთლად დათვლას და ბუღალტერიაში არ არის საქმე. საუბარი უნდა ყოფილიყო პოზიციებზე, საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა შევიდეს თუ არა იმ ფერხულში, რასაც კერძო ტელემაუწყებლები ქვია თუ უნდა დარჩეს სხვა მაღალ სიმაღლეზე, როგორც საკუთარი ნიშის მფლობელი ტელევიზია“, - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა