საავიაციო ფორუმი #CONNECT2018 დღეს დასრულდება

რიგით მეთხუთმეტე საერთაშორისო, საავიაციო ფორუმი #CONNECT2018, რომელმაც თბილისში ავიაციის სფეროს 500-ზე მეტი დელეგატი შეკრიბა, დღეს დასრულდება. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 09:00 საათზე, სასტუმრო „ბილტმორში“ პრეზენტაციას ირლანდიური ავიაკომპანია ,,რაინეარის“ მარშრუტების განვითარების დირექტორი ნილ ო კონერი, შემდეგ ქართული ავიაკომპანია ,,ჯორჯიან ეარვეიზის“ ბიზნესგანვითარების დირექტორი, ეთერ გაიაშვილი გამართავენ. მოგვიანებით პანელზე სიტყვით იტალიის აეროპორტების დირექტორები წარდგებიან.

თბილისში საერთაშორისო საავიაციო ფორუმის, CONNECT 2018-ის საიუბილეო, რიგით მე-15 ღონისძიება მიმდინარეობს, რომელიც დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა გახსნა.

ფორუმში 65 ავიაკომპანიისა და 250 აეროპორტის 500-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა