მუსტაფა ემრე ჩაბუქი - იმედი მაქვს, საქართველოს სასამართლო არ მიიღებს ჩემი ექსტრადირების გადაწყვეტილებას

იმედი მაქვს, საქართველოს სასამართლო არ მიიღებს ჩემი ექსტრადირების გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ დემირელის კოლეჯის მენეჯერმა მუსტაფა ემრე ჩაბუქმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ჩაბუქის განცხადებით, მას სჯერა, რომ საქართველო არის დემოკრატიული და თავისუფალი ქვეყანა და თავის გადაწყვეტილებაშიც იქნება თავისუფალი.

მუსტაფა ემრე ჩაბუქმა Amnesty International-ს, სახალხო დამცველის აპარატსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის.

ჩაბუქი დღეს Amnesty International-ის კვლევის პრეზენტაციას დაესწრო. აზერბაიჯანელ ჟურნალისტთან აფგან მუხთარლისთან ერთად, მისი საქმე ადამიანის უფლებების შესაძლო დარღვევის კატეგორიაში მოხვდა.

“Amnesty International არის ადამიანის უფლებების კუთხით ყველაზე ძლიერი საერთაშორისო ორგანიზაცია. მინდა მადლობა გადავუხადო, ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელს საქართველოში. ის ჩემი ძალიან დიდი მხარდამჭერი იყო სახალხო დამცველის აპარატთან და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად. დაკავების პერიოდი დასრულდა, მაგრამ სასამართლო გრძელდება.

იმედი მაქვს, საქართველოს სასამართლო არ მიიღებს ჩემი ექსტრადირების გადაწყვეტილებას. მჯერა, რომ საქართველო არის დემოკრატიული და თავისუფალი ქვეყანა და თავის გადაწყვეტილებაშიც იქნება თავისუფალი”, - განაცხადა მუსტაფა ემრე ჩაბუქმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს