მამუკა მდინარაძე - მცირე მეწარმეებს ბიზნესის განვითარების აქამდე წარმოუდგენელი საშუალება მიეცემათ

პარლამენტი კიდევ ერთხელ დეტალურად შეისწავლის მთავრობის უპრეცედენტოდ პოზიტიურ და მაშტაბურ ინიციატივას მცირე მეწარმეებთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, მას მხარს დაუჭერს, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის განკუთვნილ ახალ საგადასახადო ინიციატივას.

„ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, მცირე და საშუალო მეწარმეების ხელშეწყობას, ნაკლებ ბიუროკრატიას, მოქალაქეების წახალისებას, დაიწყონ და აწარმოონ საკუთარი ბიზნესი ზედმეტი საგადასახადო ტვირთის გარეშე, ექნება ჩვენი მხარდაჭერა. სწორედ ასეთ ინიციატივასთან გვაქვს საქმე და ვინაიდან ხელისუფლება მიდის ასეთ მასშტაბურ რეფორმაზე, ვფიქრობ, შედეგებიც შესაბამისი იქნება. მარტივად რომ ვთქვათ, რეფორმის შედეგად ხალხში მეტი ფული გაჩნდება და მცირე მეწარმეებს ბიზნესის განვითარების აქამდე წარმოუდგენელი საშუალება მიეცემათ. ახლა მთავარია ამ ინფორმაციის თითოეულ მოქალაქემდე მიტანა, რათა მათ მაქსიმალურად შეძლონ ახალი ინიციატივის პოზიტიური შედეგებით სარგებლობა“, - განაცხადა მდინარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა