აგროსაწარმოებზე გადაღებული ფილმების კონკურსი „ჩემი ამბავი“ დასრულდა

აგროსაწარმოებზე გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსში „ჩემი ამბავი“ ბათუმისა და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტების მიერ გადაღებულმა ფილმებმა გაიმარჯვეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ფილმი პლასტმასის ყუთების საწარმოზე „აგროექსპორტი“, ხოლო თელავის უნივერსიტეტის სტუდენტებმა, ინდმეწარმე მარინა აკოლაშვილის სამაცივრე მეურნეობაზე გადაიღეს.

მათი ინფორმაციით, რეგიონული უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის კონკურსი აშშ-ის განვითარების სააგენტოს (USAID) ორგანიზებით, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) სტაჟირების პროგრამის ეგიდით, ერთი წელია მიმდინარეობდა. კონკურსის პირობა USAID/REAP-ის ფარგლებში დაფინანსებულ აგროსაწარმოებზე მოკლემეტრაჟიანი ფილმების გადაღება იყო.

კონკურსში სულ ხუთი სახელმწიფო უნივერსიტეტი მონაწილეობდა:ბათუმის, ქუთაისის, გორის, სამცხე-ჯავახეთისა და თელავის.

ჟიურის წევრებს შორის იყვნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩხეიძე, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორი დაგლას ბოლი, ტელეკომპანია „იმედის“ წამყვანი ნანიკო ხაზარაძე და სააქციო საზოგადოების „ტრაქტორი“ დირექტორი მარკ ვან ემბდენ ანდრესი.

გამარჯვებულმა სტუდენტებმა რეგიონულ ტელევიზიებში სამთვიანი სტაჟირების გავლის დაფინანსება მოიპოვეს.

კონკურსი მიზნად ისახავდა სოფლის მეურნეობის თემით დაინტერესებული ახალგაზრდა ჟურნალისტების წახალისებას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა