RIVG-ის წარმომადგენლები შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელს შეხვდნენ

RIVG-ის (“ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის“) წარმომადგენლები დღეს შსს-ში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ლონდა თოლორაიას შეხვდნენ.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ ორგანიზაციიდან აცნობეს, შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, დეპარტამენტის ხელმძღვანელს უფლებათა დაცვის სფეროში დაგროვილი გამოცდილება, მათ მიერ ჩატარებული კვლევების შედეგები და არსებული გამოწვევები გააცნეს.

მათივე ცნობით, არასამთავრობო ორგანიზაცია RIVG-ის და ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის წამომადგენელები სამომავლო თანამშრომლობაზეც შეთანხმდნენ.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული დეპარტამენტი შსს-ში ერთი თვის წინ შეიქმნა და ის ოჯახური დანაშაულის, ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციული ნიშნით და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის, ტრეფიკინგის, არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებისა და ადმინისტრაციული საქმის წარმოების მონიტორინგს ახორციელებს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს