ანა დოლიძე - მნიშვნელოვანია, რომ მოსამართლეთა დანიშვნის სისტემა შეიცვალოს

მნიშვნელოვანია, რომ მოსამართლეთა დანიშვნის სისტემა შეიცვალოს, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პრეზიდენტის კვოტით წარდგენილმა საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლძემ მოსამართლეთა უვადოდ განმწესების კენჭისყრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, კენჭისყრის პროცესმა კიდევ ერთხელ გამოავლინა ძალიან ბევრი ხარვეზი.

„კენჭისყრის პროცესმა კიდევ ერთხელ გამოავლინა ძალიან ბევრი ხარვეზი. რჩება ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გვყავს 6 მოსამართლე, რომელთაც საბჭოს 15-ვე წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი. მე მინდა ამ 6 მოსამართლეს მივულოცო დანიშვნა. მათი გამოცდილების და კომპეტენციის მიმართ საბჭოში არავის აქვს შეკითხვა. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს ამ ადამიანების კეთილსინდისიერების.

თუმცა, მინდა ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ სერიოზული ხარვეზები არის უვადოდ დანიშვნის პროცესში. ქულებით შეფასება ხდება, თუმცა, საბოლოო ჯამში ნორმალური ქულების მქონე მოსამართლეები მაინც არ ინიშნებიან უვადოდ. თუ ჩვენ გავაგრძლეებთ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნას, აუცილებლად სჭირდება რეფორმა.

თუ ჩვენ არ გვინდა, რომ ასე ერთხმად, დასაბუთების გარეშე, ყოველგვარი ახსნა- განმარტების გარეშე იყოს მოსამართლეთა დანიშვნა გადაწყვეტილი, მნიშვნელოვანია დანიშვნის სისტემა შეიცვალოს“,-განაცხადა ანა დოლძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა