პოლონეთში, პოლიციის თანამშრომლებზე თავდასხმის გამო, საქართველოს და უკრაინის მოქალაქეები დააკავეს

პოლონეთში, ქალაქ ზგიეჟში პოლიციის თანამშრომლებზე თავდასხმის გამო, საქართველოს და უკრაინის მოქალაქეები დააკავეს. ამის შესახებ პოლონური გამოცემა Wyborcza იუწყება.

არსებული ინფორმაციით, გვიან ღამით ერთ-ერთ უბანში პოლიციელები ხმაურის გამო გამოიძახეს. ადგილზე გაირკვა, რომ ხმაურის მიზეზი ნასვამ უცხოელებს შორის ჩხუბი იყო. როდესაც სამართლადამცველებმა მათ საბუთების წარსდგენა სთხოვეს, ისინი აგრესიაზე გადავიდნენ და პოლიციელების მიმართულებით ქვების სროლა დაიწყეს. ვინაიდან შემთხვევის ადგილას ორი პოლიციელი იყო, ხოლო მათ 13 უცხოელი დაუპირისპირდა, პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა.

შედეგად, სამი თავდამსხმელი მსუბუქად დაჭრილია ფეხში, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პოლიციამ ცამეტივე უცხოელი დააკავა.

საქმეს პროკურატურა იძიებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა