უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სამუშაო ჯგუფი უახლოეს პერიოდში წარმოადგენს მოსამართლეთა უვადოდ გამწესების ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებულ საკანონმდებლო წინადადებებს.

„საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, 2017 წლის 23 მაისს, დამტკიცებული სასამართლო სისტემის ხუთწლიანი სტრატეგიით, საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შერჩევის, დანიშვნის, უვადოდ გამწესების სრულყოფილი სამართლიანი და გამჭვირვალე პროცედურების უზრუნველყოფის ვალდებულება იკისრა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, საქართველოს პარლამენტის და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებისაგან შემდგარი სამუშაო ჯგუფი უახლოეს პერიოდში წარმოადგენს მოსამართლეთა უვადოდ გამწესების ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებულ საკანონმდებლო წინადადებებს.

საერთო სასამართლოების კორპუსი, საკანონმდებლო ორგანოს მაღალი ინტერესის გათვალისწინებით იმედოვნებს, მომავალზე გათვლილ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი ახალი საკანონმდებლო დანაწესის უახლოეს მომავალში მიღებას, თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლის უვადოდ გამწესების წესთან დაკავშირებით.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზრუნველყოფილი იქნება საკანონმდებლო ნოვაციების ზედმიწევნით შესრულება მოსამართლეთა უვადოდ გამწესების პროცესში“, - ნათქვამია განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა