საქართველოს უმეტეს რაიონში დღეს იწვიმებს, მაღალმთაში კი თოვლია მოსალოდნელი

26 თებერვალს საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმაა მოსალოდნელი, მაღალმთაში კი მოთოვს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 13–18 მეტრი წამში.

დასავლეთ საქართველოში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ცალკეულ რაიონებში 11–13 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში, 6–11 გრადუსი, თბილისში საღამო საათებში მოსალოდნელია ნისლი, დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 12 გრადუსია მოსალოდნელი.

27 თებერვალს დღისით დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს, აღმოსავლეთ საქართველოში კვლავ წვიმა შენარჩუნდება. დასავლეთ საქართველოში აღმოსავლეთის მიმართულების ქარი გაძლიერდება, რომლის სიჩქარე წამში 17–20 მეტრი იქნება.

თბილისში დღის პირველ ნახევარში კვლავ ნისლია მოსალოდნელი. დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 7–8 გრადუსი იქნება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა