„ენერგო-პრო ჯორჯია“ - ზუგდიდის ენერგომომარაგება გაუმჯობესდება

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ მომსახურების არეალის მასშტაბით ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს განაგრძობს. სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, კომპანიამ ზუგდიდში ორი ახალი მიწისქვეშა კაბელის მონტაჟი განახორციელა, რითაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ზუგდიდის ცენტრალური უბნების ენერგომომარაგება.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სამუშაოების ფარგლებში, განხორციელდა ამორტიზირებული საჰაერო ხაზის დემონტაჟი და დამონტაჟდა ახალი საკაბელო სისტემა - გაიჭიმა ორი ახალი კაბელი, რის შედეგადაც სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ენერგომომარაგება ზუგდიდში უფრო სტაბილური გახდება. აგრეთვე, მნიშვნელოვნად შემცირდება ავარიული გამორთვების ალბათობა და გაიზრდება ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხი.

ელექტროენერგიის მომარაგების საიმედოობისა და სტაბილურობის გაზრდის მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ განაგრძობს ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას კომპანიის მომსახურების არეალის მასშტაბით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა