ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება - გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, მათმა თანამშრომლებმა ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში და იმერეთის რეგიონში ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება - გასაღების ორი ფაქტი გამოავლინეს და ორი კომპანიის ხელმძღვანელი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში, ბრალდებულმა, უკანონო სარგებლის მიღების მიზნით, დაამზადა და გაასაღა ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურა და სასაქონლო ზედნადები, რომლის თანახმად, თითქოს ერთ-ერთ კომპანიისთვის 105 000 ლარის ღირებულების საქონლის მიწოდება განხორციელდა.

მეორე შემთხვევაში კი ბრალდებულმა, საქონლის რეალური მიწოდების გარეშე, 19 000 ლარის ღირებულების საქონლის რეალიზაციაზე ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურა გამოწერა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210–ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 2–დან 4–წლამდე ვადით ითვალისწინებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა