მთავარი პროკურორის მოადგილე არ აკონკრეტებს, მიმართა თუ არა საქართველომ ჰოლანდიას მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციის მოთხოვნით

მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი არ აკონკრეტებს, მიმართა თუ არა საქართველომ ჰოლანდიას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციის მოთხოვნით.

პროკურორის მოადგილემ ჟურნალისტების შესაბამისი შეკითხვა უპასუხოდ დატოვა. გიორგი გაბიტაშვილმა ამ საკითხზე მხოლოდ მცირე კომენტარი გააკეთა: „როგორც მიხეილ სააკაშვილის, ისე სხვა მსჯავრდებული პირების მიმართ, რომელთა მიმართაც ექსტრადიცია გვაქვს მოთხოვნილი, ჩვენი შუამდგომლობის ფარგლებში ვთანამშრომლობთ მოთხოვნის მიმღები ყველა სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებთან", - განაცხადა გაბიტაშვილმა.

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციის საკითხზე ქართულ მხარეს უკრაინისა და პოლონეთისთვის აქვს მიმართული.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს