თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში პროფესორ კენეტ (კენ) უოლკერის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში თსსუ-ის საპატიო დოქტორის, თბილისისა და საქართველოს საპატიო მოქალაქის, ემორის უნივერსიტეტის (ატლანტა, აშშ) შინაგანი მედიცინისა და ნევროლოგიის პროფესორის კენეტ (კენ) უოლკერის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

თსსუ-ის თეატრალურ დარბაზში აკადემიურმა, ადმინისტრაციულმა პერსონალმა და სტუდენტებმა, პროფესორის დამსახურებულ მოღვაწეობაზე და საქართველოსადმი მის დამოკიდებულებაზე ისაუბრეს.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კანცლერის, ზურაბ ორჯონიკიძის განცხადებით, კენეტ (კენ) უოლკერს დიდი როლი აქვს ქართული სამედიცინო განათლების დონის ამაღლებაში და ექიმების ახალი თაობის აღზრდაში, რომლებიც წარმატებით აგრძელებენ მოღვაწეობას საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.

„ჩვენ დავემშვიდობეთ ჩვენი ქვეყნის დიდ მეგობარს. ის ჩვენი უნივერსიტეტის დიდი ქომაგი იყო და ათეული წლების განმავლობაში ქართულ საქმეს აკეთებდა. დიდი წვლილი მიუძღვის ქართულ სამედიცინო განათლებაში და საქმიანობაში. მან ბევრი ქართველი სტუდენტი წაიყვანა ემორის უნივერსიტეტში და მისცა საუკეთესო სამედიცინო განათლება, რომლებიც წარმატებულ კარიერას განაგრძობენ როგორც საზღვარგარეთ, ისე საქართველოში“, - განაცხადა ზურაბ ორჯონიკიძემ.

თსსუ-ის ვიცე-რექტორის, რიმა ბერიშვილის თქმით, კენეტ (კენ) უოლკერს განსაკუთრებულად უყვარდა ქართველი ერი. მისივე თქმით, მას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის საქართველოს ჯანდაცვის სისტემის განვითარებასა და მნიშვნელოვანი პროგრამების დანერგვაში.

„26 წელი ის ეხმარებოდა საქართველოს და ხელი შეუწყო მთლიანად ჯანდაცვის განვითარებას - ეს იყო მოდერნიზება კლინიკების, რამე ახალი პროფესია თუ ყალიბდებოდა, ზრუნავდა მასში ქართველი ექიმების გადამზადებას. ექიმების ახალი თაობის გაზრდაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის და მას უყვარდა ქართველი ერი. ხშირად მიკითხავს, თუ რატომ ვუყვარვართ ასე, ჩაიცინებდა ხოლმე და მეტყოდა, ძმაკაცი. მან დიდი სითბო და პოტენცია ნახა ქართველებში, რის რეალიზებასაც ცდლობდა. მას დაფასება არ აკლდა თავის ქვეყანაში და გააჩნდა დიდი ძალაუფლება, ეს იყო ადამიანი „სეზამ გაიღე“ და ამხელა ძალაუფლების მოპოვება სიკეთის გარეშე არ ხდება. ერთ-ერთი პირველი ვარ, ვინც 1994 წელს ბატონმა კენმა სტაჟირებაზე წაიყვანა. პროგრამებში, რომელიც მან განახორციელა, ვეცადე მეც მიმეღო მონაწილეობა. ვთვლი, რომ ვარ მისი მოწაფე და ასე დავრჩები“, - განაცხადა რიმა ბერიაშვილმა.

პროფესორი კენეტ (კენ) უოლკერი USAID-ის პროგრამის „Georgia to Georgia”-ის ფარგლებში საქართველოს პირველდ 1992 წელს ეწვია. მისი დახმარებით 25 წელია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლაში ხორციელდება სტუდენტთა, კლინიკურ რეზიდენტთა, ახალგაზრდა სპეციალისტთა და პროფესორთა გაცვლითი პროგრამები. პროფესორის ინიციატივით, ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლასთან ერთლობლივი პროექტის საფუძველზე შემუშავდა დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა და თსსუ-ში თანამედროვე ამერიკული სამედიცინო განათების მოდელი დაინერგა.

კენეტ (კენ) უოლკერის ინიციატივითა და ხელშეწყობით საქართველოში დაარსდა ეროვნული საინფორმაციო სასწავლო ცენტრი, გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების ამერიკული მოდელი, ექთანთა გადამზადების სკოლა. პროფესორის სახელს უკავშირდება შიდსისა და ტუბერკულოზის კვლევის განვითარება. ამერიკის მთავრობის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვების შემდგომ, პროფესორი ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში რეაბილიტაციის დარგის განვითარებას შეუდგა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან