თვითმხილველების ინფორმაციით, ბარათაშვილის ქუჩაზე შენობიდან შუშა იმ დროს ჩამოვარდა, როცა მოსწავლეები მის გასწვრივ მიდიოდნენ

თვითმხილველების ინფორმაციით, ბარათაშვილის ქუჩაზე, შენობიდან შუშა იმ დროს ჩამოვარდა, როცა სკოლის მოსწავლეები მის გასწვრივ მიდიოდნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თვითმხილველებმა განუცხადეს.

”ხმაურზე რომ გამოვედით, დავინახეთ დასისხლიანებული ბავშვები. განსაკუთრებით მძიმე იყო ერთი ბავშვის მდგომარეობა, რომელსაც ჭრილობები სახის არეში ჰქონდა. სხვა ბავშვებსაც ჰქონდათ დაზიანებები ხელებზე, ფეხებზე და სახეზე. ჩემმა შვილმა გამოიძახა სასწრაფო დახმარება და ვიდრე ექიმები მოვიდოდნენ, ვცდილობდით ბავშვებისთვის მინის ნამსხვრევები მოგვეცილებინა”, - განაცხადა თვითმხილველმა.

ბარათაშვილის ქუჩაზე მოზრდილი შუშა ჩამოვარდა, რის შედეგად 12-14 წლის 6 მოზარდი დაშავდა.

დაშავებული მოსწავლეეები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. შემთხვევის ადგილზე იმყოფება თბილისის საკრებულოს დეპუტატი ჯაბა ჯიშკარიანი.

„ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა, შენობიდან ჩამოვარდნილი საკმაოდ მოზრდილი შუშა დაეცა მოზარდებს. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა მოხდა“, - განაცხადა ჯაბა ჯიშკარიანმა.

შემთხვევის ადგილზე, რომელიც პოლიციის ლენტით არის შემოსაზღვრული, სამართალდამცველები მუშაობენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს