ბარათაშვილის ქუჩაზე შუშის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებული სკოლის მოსწავლეები ლია გიგაურმა და მარიამ ჯაშმა მოინახულეს

ბარათაშვილის ქუჩაზე შუშის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებული სკოლის მოსწავლეები განათლების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა მოინახულეს.

ლია გიგაურმა გარდაცვლილი მოსწავლის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა და მომხდარზე მწუხარება გამოთქვა. გიგაურის ინფორმაციით, სკოლის მოსწავლეები შემთხვევის ადგილზე იკრიბებოდნენ, რათა თავიანთი ორგანიზებით ექსკურსია მოეწყოთ. მისივე თქმით, დაშავებული მოსწავლეების სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე აღარ ემუქრება.

„პირველ რიგში ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ. ჩვენ შეშფოთებული ვართ მომხდარის გამო. სამწუხაროდ, ერთი მოსწავლე გარდაიცვალა. ჩვენ ვნახეთ სხვა დაშავებულებიც, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მე შევხვდი როგორც ექიმს, ასევე დაშავებულების ოჯახის წევრებს. როგორც ბავშვებმა მითხრეს, ისინი კონკრეტულ ადგილზე იკრიბებოდნენ, რათა ქალაქში მოეწყოთ ექსკურსია“, - აღნიშნა ლია გიგაურმა.

მომხდართან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე. მარიამ ჯაშის განცხადებით, ის პირადად შეხვდა გარდაცვლილი სკოლის მოსწავლის მშობლებს. მისივე თქმით, ჯერჯერობით ნაადრევი დასკვნების გაკეთება ძნელია. „მნიშვნელოვანია, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს