მიხეილ სააკაშვილი - პოროშენკოს სთხოვო კორუფციას ებრძოლოს იგივეა, რომ ფუტკრები აიძულო თაფლი არ უყვარდეთ

უკრაინის პრეზიდენტი სიმართლეს არ ამბობს, როდესაც აცხადებს, რომ ჩემი პოლონეთში გაძევების პროცედურა კანონიერი იყო, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

„არ შეიძლება ასე თავხედურად ტყუილის თქმა. სად, რომელ ნორმალურ ქვეყანაში გინახავთ, რომ ადამიანს თმებზე ქაჩავდნენ, ვერტმფრენით ორი საათი ქალაქის გარშემო ატარებდნენ, არ აძლევდნენ საშუალებას სამართლებრივად თავი დაიცვას, მოქალაქეობას ართმევდნენ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, მასთან მიმართებაში უკრაინის ხელისუფლებამ ყველა პროცედურა დაარღვია.

„პოროშენკოს დრო გავიდა და უკრაინის მოქალაქეები არ დაუშვებენ, რომ ის პრეზიდენტის კაბინეტში დარჩეს. მისთვის პრეზიდენტობა მილიარდების შოვნის შესაძლებლობაა. კორუფცია პოროშენკოს კაბინეტში ცხოვრობს. კორუფცია მის თავშია. პოროშენკოს სთხოვო კორუფციას ებრძოლოს იგივეა, რომ ფუტკრები აიძულო თაფლი არ უყვარდეთ“, - აღნიშნა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.

გუშინ კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლონეთში გაძევების პროცედურა უკრაინის კანონმდებლობის შესაბამისად მოხდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს