ფანჯრის შუშის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებული 5 მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

ბარათაშვილის ქუჩაზე, შენობიდან ფანჯრის შუშის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებული 5 მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ინგოროყვას კლინიკასა და „ამტელ ჰოსპიტალში“ განუცხადეს, ბავშვების ნაწილი სამედიცინო დაწესებულებას დღის ბოლომდე დატოვებს.

„ამ ეტაპზე მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, უარყოფითი დინამიკის გარეშე. ჩაუტარდათ შესაბამისი კვლევები და, სავარაუდოდ, დღის ბოლოს გაეწერებიან კლინიკიდან“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ინგოროყვას კლინიკის ბავშვთა ნევროლოგიის მიმართულების ხელმძღვანელმა ნინო ლალიანმა.

რაც შეეხება კიდევ სამი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობას, რომლებიც „ამტელ ჰოსპიტალში“ არიან მოთავსებულები, ამავე ჰოსპიტალის დირექტორმა ლაშა მაჭარაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომ მათი მდგომარეობაც სტაბილური და დამაკმაყოფილებელია.

„უგრძელდებათ მკურნალობა. დღეს განმეორებით ჩაუტარდებათ განმეორებითი გამოკვლევები და შემდეგ გადავწყვეტთ, გავუშვათ თუ არა ისინი კლინიკიდან. შესაძლოა, ხვალამდე დავტოვოთ მკურნალობისა და დაკვირვებისთვის“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ შენობის გარე ფასადიდან მინის კონსტრუქციის ნაწილის ჩამოვარდნის გამო, გუშინ, 6 მოზარდი დაშავდა. ერთი მათგანი, 14 წლის ასლან მამედოვი, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ყველა ბავშვი ფონიჭალაში მდებარე 70-ე სკოლის მე-7 კლასელები არიან.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს