ხობში ცენტრალური საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 6 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია განახორციელა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ხობის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, დასრულებული პროექტი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე დავით კოდუამ დაათვალიერეს.

პროექტის შესაბამისად, შეკეთდა სახიდე გადასასვლელები და დაიგო ასფალტის ერთფენიანი საფარი. განხორციელდა მიერთებების, კიუვეტებისა და ეზოებში შესასვლელების რეაბილიტაცია. ასევე, განთავსდა ახალი საგზაო ნიშნები.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 872 700 ლარით დაფინანსდა. სამუშაოზე 80 მუშახელი იყო დასაქმებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა