დავით სერგეენკო - შენობიდან შუშის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებული ბავშვები შესაბამის მკურნალობას გადიან და რაც დასჭირდებათ, ყველაფერი იქნება უზრუნველყოფილი

ბარათაშვილის ქუჩაზე, შენობიდან ფანჯრის შუშის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებული ბავშვები ყველა შესაბამის მკურნალობას გადიან და რაც დასჭირდებათ, ყველაფერი იქნება უზრუნველყოფილი, - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ქუთაისში, ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, დაშავებული ბავშვების მდგომარეობა სტაბილურია.

კითხვაზე, საჭიროების შემთხვევაში დააფინანსებს თუ არა სახელმწიფო მათ საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას, სერგეენკომ განაცხადა, რომ დაშავებული ბავშვები ყველა საჭირო მომსახურეობას მიიღებენ.

ამასთან, მინისტრმა მწუხარება გამოთქვა ერთ-ერთი დაშავებული ბავშვის გარდაცვალების გამო და მის ოჯახს მიუსამძიმრა.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ შენობის გარე ფასადიდან მინის კონსტრუქციის ნაწილის ჩამოვარდნის გამო, გუშინ, 6 მოზარდი დაშავდა. ერთი მათგანი, 14 წლის ასლან მამედოვი, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ყველა ბავშვი ფონიჭალაში მდებარე 70-ე სკოლის მე-7 კლასელები არიან.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს