4 სამთო კურორტის შესახებ შექმნილი აპლიკაცია ტურისტებს გზების მდგომარეობის, ზვავის საშიშროების თაობაზე აცნობებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ დაკვეთით, ავსტიულმა კომპანია INTERMAPS-მა შექმნა კომპანიის ლოგოზე მორგებული, უნიკალური დიზაინის მქონე ფუნქციურად და ინფორმაციულად სრულყოფილი აპლიკაცია, რომელიც ერთი ბრენდის ქვეშ აერთიანებს 4 სამთო კურორტს - გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, მესტია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „მთის კურორტების განვითარების კომპანიიდან“ აცნობეს, აპლიკაციის პრეზენტაცია დღეს, 11:00 საათზე, „ტექნოპარკში“ გაიმართება.

კომპანია INTERMAPS-ს დღესდღეობით შექმნილი აქვს მსგავსი აპლიკაცია 2200 კურორტისთვის, რომელიც აერთიანებს 2,9 მილიონ მომხმარებელს. დღეიდან კი უკვე ავსტრიის, საფრანგეთის, შვეიცარიის და სხვა წამყვან კურორტებს შორის, საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებიც ფიგურირებს.

„კურორტების ცნობადობის ამაღლებისა და ვიზიტორების რიცხვის ზრდისთვის მთის კურორტების განვითარების კომპანია აქტიურად მუშაობს სხვადასხვა ინოვაციურ და ასევე, უკვე აპრობირებულ ტურისტულ პროდუქტებზე, როგორიცაა მობილური აპლიკაცია. აღნიშნული აპლიკაცია არის უნიკალური ტურისტული გზამკვლევი, რომელიც მომხარებელს აწვდის სრულყოფილ ინფორმაციას ერთდროულად რამდენიმე სამთო-სათხილამურო კურორტის შესახებ. აპლიკაციაში შესაძლებელია მომხმარებელმა მიიღოს ინფორმაცია ზამთრის აქტივობების, აბონემენტის ფასებისა და კურორტზე არსებული სხვა სერვისების შესახებ. იგი იძლევა საშუალებას რეალურ რეჟიმში მომხარებელმა ნახოს ამინდის პროგნოზი, ისარგებლოს ვებ-კამერებით, შეამოწმოს თოვლის სიმაღლე, ზვავის საშიშროების დონე, კურორტამდე მისასვლელი გზის მდგომარეობა, საბაგიროების სამუშაო საათები, და ა.შ. აპლიკაციაში ასევე ინტეგრირებული რუკები, იძლევა დამატებით ინფორმაციას საბაგიროებისა და სასრიალო გზების რაოდენობისა, მდგომარეობისა და ტიპის შესახებ. აპლიკაციას აქვს ფუნქცია რის შემდეგადაც, დარეგისტრირებული მომხმარებელი შეძლებს საკუთარი სრიალის დღეების დაფიქსირებას და GPS მონაცემების შენახვას. ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ასევე არის სამაშველო სამსახურის გამოძახება, რომელიც ღილაკის მარტივი დაჭერით ხორციელდება. აღნიშნული აპლიკაცია წარმოადგენს საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების პოპულარიზაციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებას, რაც აქტიურად ხელს შეუწყობს ცნობადობის ამაღლებას და ვიზიტორების რიცხვის ზრდას“, - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა