მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები უკრაინის უზენაეს სასამართლოს პეტრო პოროშენკოს დაკითხვის მოთხოვნით მიმართავენ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები უკრაინის უზენაეს სასამართლოს ქვეყნის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს დაკითხვის მოთხოვნით მიმართავენ. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკიმ განაცხადა.

საქმე ეხება უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განკარგულებას, რომლის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა.

„ჩვენ შუამდგომლობით გამოვალთ, რომ უკრაინის პრეზიდენტი მოწმის სახით დაიკითხოს, რათა განმარტოს მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭებისა და ჩამორთმევის საფუძვლები“, - აღნიშნა ადვოკატმა.

რუსლან ჩერნოლუცკის განმარტებით, თუ პეტრო პოროშენკოს დაკითხვა სასამართლოში ვერ მოხერხდება, მაშინ განხილული იქნება მისი ვიდეოკონფერენციის რეჟიმში დაკითხვის შესაძლებლობა.

უკრაინის უზენაესი სასამართლოს საკასაციო ადმინისტრატიულმა სასამართლომ დღეს განაგრძო მიხეილ სააკაშვილის სარჩელის განხილვა მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის განკარგულების არაკანონიერად ცნობის თაობაზე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს