შოთა უტიაშვილი სომხეთის მიერ თურქეთთან ურთიერთობის ნორმალიზების ოქმების გაუქმებაზე - არ ვფიქრობ, რომ ეს რეგიონში ვითარებას კიდევ უფრო დაძაბავს

სომხეთ-თურქეთის ურთიერთობის ნორმალიზების შესახებ ოქმები მაინც არ მუშაობდა, ამას ხელი მოაწერეს 5 წლის წინ იმ იმედით, რომ შესაძლოა ამას დაძაბულობის მოხსნა მოჰყოლოდა, მაგრამ საქმე პირიქით წავიდა, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” რონდელის ფონდის მკვლევარმა შოთა უტიაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება რეგიონში ვითარებას კიდევ უფრო მეტად ვერ დაძაბავს, რადგან ეს არის პასუხი უკვე შექმნილ ვითარებაზე.

”ეს ნაბიჯი იყო სომხეთის პასუხი იმ ვითარებაზე, რომელიც რეგიონში შეიქმნა, იმაზე, რომ ომის საფრთხე იზრდება. საერთო ფონი, რისი გამოძახილიც სომხეთის ეს გადაწყვეტილებაა, საქართველოზეც მოქმედებს.

არ ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება რეგიონში ვითარებას კიდევ უფრო დაძაბავს, ეს არის პასუხი უკვე შექმნილ ვითარებაზე. ეს ოქმები მაინც არ მუშაობდა, ამას ხელი მოაწერეს 5 წლის წინ იმ იმედით, რომ შესაძლოა მოყოლოდა ამას დაძაბულობის მოხსნა, მაგრამ საქმე პირიქით წავიდა. 2016 წლის აპრილის პატარა ომის შემდეგ დაძაბულობის მოხსნაზე ლაპარაკი ზედმეტია. პირიქით, ყველაფერი იმისკენაა მიმართული, რომ ვითარების ესკალაცია ავირიდოთ როგორმე თავიდან”, - განაცხადა უტიაშვილმა.

სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა 2009 წელს თურქეთთან ხელმოწერილი სომხეთ-თურქეთს შორის ურთიერთოებების ნორმალიზების შესახებ ოქმების გაუქმების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ სომხური მედია სახელმწიფოს მეთაურის პრესმდივან ვლადიმერ აკოპიანზე დაყრდნობით იუწყება.

„სახელმწიფო უშიშროების საბჭოს სხდომაზე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სომხეთ-თურქეთს შორის დადებული ოქმები ცნობლია ძალადაკარგულად“, - აღნიშნა აკოპიანმა.

ამასთან დაკავშირებით უკვე ინფორმირებულები არიან რუსეთის, საფრანგეთის, აშშ-ის, შვეიცარიის ლიდერები და ევროსტრუქტურები. მედიის ინფორმაციით, სარგსიანმა, ჯერ კიდევ 2017 წლის სექტემბერში გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან განაცხადა, რომ გაზაფხულისთვის სომხეთის მხარე ოქმებს ძალადაკარგულად გამოაცხადებს, რადგან მათი რეალიზაციის კუთხით არავითარი ძვრები არ შეინიშნება და სომხეთი 2018 წლის გაზაფხულს ამ ოქმების გარეშე შეხვდება.

ასევე მანამდე სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედვარდ ნალბანდიანმა თურქეთი დაუსაბუთებელი პირობების წამოყენებაში დაადანაშაულა, რომელიც მისი თქმით, ოქმების პირობებს ეწინააღმდეგება. „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, თურქეთის საგარეო უწყებაში აღნიშნეს, რომ სომხეთის ეს განცხადება სინამდვილეს არ შეესაბამება და ის მსოფლიო თანამეგობრობის შეცდომაში შეყვანას ითვალისწინებს. მათივე განცხადებით, ანკარა ემხრობა ოქმების ძირითად დებულებებს და მათი რატიფიცირებისთვის აუცილებელია სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის და შესაფერისი გარემოს შექმნა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა