დავით სერგეენკო აჭარის სამედიცინო საზოგადოებას შეხვდა

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აჭარის სამედიცინო საზოგადოებას შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, მინისტრმა ჯანდაცვის პირველი, მეორე და მესამე დონის 60-მდე წარმომადგენელს დაგეგმილი პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. განსაკუთრებული ყურადღება რეგიონში წითელას ინფექციის ეპიდემიასთან გამკლავების გზებზე გამახვილდა. მინისტრმა ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებთან ერთად ინფექციის პრევენციისა და შეკავების მიზნით, უკვე განხორციელებული ღონისძიებები და გაუმჯობესების გზები განიხილა. აქცენტი გაკეთდა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზეც.

სამინისტროს ინფორმაციით, ვირუსის სრულად აღმოსაფხვრელად, მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მისი პირველადი ჯანდაცვის დონეზე მიწოდების მნიშვნელობაზე იმსჯელეს. სხდომაზე ტუბერკულოზთან ბრძოლის ახალი საპილოტე პროგრამა „აჭარა ტუბერკულოზის გარეშე“ წარადგინეს. მისი განხორციელება რეგიონში მიმდინარე წლის ივლისიდან იგეგმება.

აჭარის სამედიცინო საზოგადოებასთან გამართულ შეხვედრაზე ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამისა და მოქალაქის პორტალის შესახებაც ისაუბრეს. შეხვედრის დასკვნითი ნაწილი დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. მინისტრმა ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენელთა კითხვებს უპასუხა და განხორციელებული პროექტების მიმდინარეობის შეფასება მოისმინა.

შეხვედრას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა