"ბორჯღალოსნებმა" ესპანეთი 23:10 დაამარცხეს

რაგბი ევროპა 2018-ზე საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ასპარეზობას დაუმარცხებლად განაგრძობს. გუშინ, „ბორჯღალოსნებმა“ მესამე ტურში მიხეილ მესხის სახელობის არენაზე ესპანეთს უმასპინძლეს და ანგარიშით 23:10 დაამარცხეს. ამ გამარჯვების შემდეგ ქართველ მორაგბეებს სამიდან სამი მოგება აქვთ და ტურნირში 13 ქულით ლიდერობენ, ესპანეთი კი ამ დამარცხების შემდეგ 8 ქულით მესამე პოზიციამდე დაქვეითდა. მეორე ადგილს რუმინეთი იკავებს.

შემდეგ შეხვედრას 10 მარტს, სტუმრად, ქართველი მორაგბეები რუსეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამართავენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა