„თიბისი დაზღვევა“ ავტომობილის დაზღვევის აქციას იწყებს

„თიბისი დაზღვევა“ დღეიდან ახალ აქციას იწყებს. როგორც „იტერპრესნიუსს“ „თიბისი ბანკიდან“ აცნობეს, მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს დაზღვევის საუკეთესო პირობებით „თიბისი დაზღვევაში“ და მიიღოს განსაკუთრებული საჩუქრები: 50 ლიტრი საწვავი „ვისოლის“ პრემიუმ საწვავზე და 100 ლარიანი TAXIFY-ის ვაუჩერი.

„ასევე მთელი წლის განმავლობაში დაზღვეულები ისარგებლებენ განსაკუთრებული ბენეფიტებით: 15 თეთრიანი ფასდაკლებით „ვისოლის“ საწვავზე; 50% ფასდაკლებით რეცხვის სერვისზე ულიმიტოდ, პარტნიორ სამრეცხაოებში. სასაჩუქრე ნაკრები ორგვარია და განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რა ღირებულებისა არის ავტომობილი: 17 500 ლარზე მეტის, თუ ნაკლების.

აქციაში ჩასართავად და საჩუქრების მისაღებად მომხმარებელმა უნდა შეიძინოს ავტოდაზღვევის სრული ნაკრები, რომელიც მოიცავს: ავტომობილის დაზღვევას, ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას, მძღოლისა და მგზავრების უბედური შემთხვევისგან დაზღვევას“, – აცხადებენ ბანკში.

მათივე ინფორმაციით, ავტოდაზღვევის შეძენა შესაძლებელია მთელი საქართველოს მასშტაბით: „თიბისი დაზღვევის“ ფილიალებში. „თიბისი ბანკის“ ფილიალებსა და ვებგვერდზე online.tbcinsurance.ge

„საჩუქრებით სარგებლობა მარტივია. Taxify-ის სასაჩუქრე კოდის გამოყენება დაზღვეულებს შეუძლიათ Taxify-ის მობილური აპლიკაციის საშუალებით, ხოლო სასაჩუქრე საწვავით სარგებლობა „ვისოლის“ ბენზინგასამართი სადგურების ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით იქნება შესაძლებელი“, – აცხადებენ ბანკში.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ