კატალონიის პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი დამოუკიდებლობის მომხრე პარტიის ლიდერი ჟორდი სანჩესია

კატალონიის პარლამენტი 12 მარტს ავტონომიური რესპუბლიკის პრეზიდენტს აირჩევს. ამის შესახებ La Vanguardia წერს.

პარლამენტის სპიკერის როჟე ტორენტის განცხადებით, ავტონომიის პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი მოძრაობა „კატალონიური ეროვნული ასამბლეის“ ლიდერი ჟორდი სანჩესია, რომელიც გასული წლის ოქტომბერში დააკავეს.

დღეს სანჩესმა უზენაეს სასამართლოს წერილით მიმართა და სთხოვა, გაათავისუფლონ ის პარლამენტში კენჭიყრაზე დასწრებისა და სიტყვით გამოსვლის მიზნით, როგორც ამას პროცედურა მოითხოვს.

კიდევ ერთ წერილში სანჩესმა საკონოსტიტუციო სასამართლოს მისი საჩივრის მიღება, აღკვეთის ღონისძიების შეჩერება და საქმის განხილვის დასრულებამდე გათავისუფლება სთხოვა.

ესპანეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ სანჩესი კატალონიის პრეზიდენტი ვერ გახდება, ვინაიდან ის დაკავებულია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა