რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, შეხვედრას საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გენერალური მდივანი მედეა მარღანია, სოციალური პროგრამების კოორდინატორი ნინო დიდბერიძე, წითელი ჯვრის რუსთავის ფილიალის თავმჯდომარე ნანა ბურდული და რუსთავის მერიის ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდული განვითარების სამსახურის უფროსი ნინო ქვირია ესწრებოდნენ.

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ და ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მიერ, ქალაქში ერთობლივად განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები განიხილეს, ასევე სამომავლო გეგმები დასახეს.

დღესვე, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისა და რუსთავის მერიის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რუსთავის ფილიალის ოფისში, ირაკლი ტაბაღუამ, სოციალურად დაუცველ ოჯახებს, საჩუქრად ტანსაცმელი გადასცა. პროექტის ფარგლებში, ტანსაცმელი საჩუქრად 289 ბენეფიციარს გადაეცა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს