ბრალდებულ ზურაბ ბაქრაძის მონაწილეობით ბუტა რობაქიძის საქმეზე ხვალ პირველი სასამართლო პროცესი გაიმართება

ბრალდებულ ზაზა (ზურაბ) ბაქრაძის მონაწილეობით ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმეზე ხვალ პირველი სასამართლო პროცესი გაიმართება. პროცესზე სახლმწიფო ბრალდება საკუთარ მტკიცებულებებს გამოიკვლევს და მოწმეებს დაკითხავს.

ხვალინდელ პროცესზე ასევე შესაძლებელია, ზაზა ბაქრაძისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გადაიხედოს, ვინაიდან მისი საქართველოში ჩამოსვლით არსებობს ახალი გარემოება, რომლის საფუძველზეც მისი ინტერესების დამცველს უფლება აქვს სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მიმართოს.

თუმცა, როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბაქრაძის ინტერესების დამცველმა ზაზა შანავამ განუცხადა, ამ ეტაპზე დაცვის მხარე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობას არ დააყენებს. „ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან შეთანხმებით, ხვალ არ ვაპირებთ ვიშუამდგომლოთ აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე. ამ ეტაპზე ასე გადავწყვიტეთ. ის ხვალ არც ჩვენებას მისცემს, ვინაიდან ბრალდების მხარის სხვა მოწმეები იკითხებიან“, - განაცხადა შანავამ.

ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმეზე ბრალდებული კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი ზაზა ბაქრაძე საქართველოში 28 თებერვალს დაბრუნდა. ბაქრაძე, რომელიც წლებია მიმალვაში იმყოფებოდა, საქართველოში ჩვენების მისაცემად ჩამოვიდა. ზაზა (ზურაბ) ბაქრაძემ რამდენიმე კვირის წინ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის თემაში“ რობაქიძის საქმეზე მისთვის წარდგენილი ბრალი აღიარა და საქმის გაყალბების დეტალებზე ისაუბრა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა