გენადი არველაძე - „მაღალი დონის დიალოგი ინვესტიციებსა და ვაჭრობაზე“ ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველად გაიმართება

ჩვენ შევთანხმდით, რომ შეხვედრა „მაღალი დონის დიალოგი ინვესტიციებსა და ვაჭრობაზე“ გაიმართება საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერისა და აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის დონეზე, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ კონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ საქართველო-შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სამუშაო ჯგუფის (EWG) შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ბოლო სამი წლის განმავლობაში ეს იქნება პირველი შეხვედრა ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან მსგავსი ფორმატის ფარგლებში, სადაც ჩვენ განვიხილავთ ვაჭრობასთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის, როგორ უნდა გავხადოთ უფრო ღრმა ის დიალოგი, რომელსაც ვაწარმოებთ ორმხრივ ფორმატში. ეს ფორმატი ასევე იძლევა საშუალებას, განვიხილოთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყების შესაძლებლობა“, - განაცხადა გენადი არველაძემ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, EWG-ის შეხვედრა დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა. ქართული მხრიდან სამუშაო ჯგუფს თავმჯდომარეობას უწევენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილეს დავით ზალკალიანი.

ამერიკული მხრიდან სამუშაო ჯგუფს თავმჯდომარეობას უწევენ სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პირველი მოადგილე ბრაიან მაკფიტერი, საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის თანაშემწე ბროკ ბირმანი და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მმართველი დირექტორი კატერინა ნტეპი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა