61-ე სკოლის დირექტორის ინფორმაციით, ბავშვს, რომელიც მე-4 სართულის კიბიდან ჩავარდა, სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნება

ინგოროყვას კლინიკაში გადაყვანილი 61-ე სკოლის პირველკლასელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ინგოროყვას კლინიკასთან ამ წუთებში 61–ე სკოლის დირექტორი, პედაგოგები, ახლობლები, მშობლები და ბავშვები იმყოფებიან. სკოლის დირექტორის შორენა ღუდუშაურის განცხადებით, მათი სკოლის პირველკლასელ მოსწავლეს კლინიკაში გამოკვლევები უკვე ჩაუტარდა და სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნება. მისი თქმით, ბავშვს წარბი აქვს დაზიანებული და კლინიკაში მიყვანამდეც კონტაქტური იყო.

როგორც დირექტორისთვის არის ცნობილი, აღმაშენებლის გამზირზე, ბიზნესცენტრ „მოზაიკაში“ სკოლის სარვამარტო ღონისძიება უნდა ჩატარებულიყო, სადაც აღნიშნული მოსწავლე ბებიასთან ერთად იმყოფებოდა. მისივე თქმით, ბავშვი მე–4 და მე–3 სართულის კიბის უჯრედში ჩავარდა.

„კიბის უჯრედს არ ჰქონდა შუშა და ჩამოფარებული იყო ფარდა. იქ მიდგმული ყოფილა ტახტი, რომელიც, როგორც ჩანს, ვიღაცამ გაწია და ბავშვი იქ ჩავარდა, ჩასრიალდა და ფარდას ჩაებღაუჭა. ბებიამ მისი შეკავება ვერ შეძლო. შედეგად წარბი ჰქონდა დაზიანებული. ექიმებმა, როგორც გვითხრეს, ბავშვს სერიოზული დაზიანებები არ აქვს“, – განაცხადა სკოლის დირექტორმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა