თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ ჯინდერესზე კონტროლი დაამყარა

თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა და მათთან ერთად მებრძოლმა სირიელმა ამბოხებულებმა დღეს ქალაქ ჯინდერესზე კონტროლი დაამყარეს, - იუწყება სააგენტო „ანადოლუ“.

ჯინდერესი აფრინის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონის ყველაზე დიდი დასახლებაა. თურქეთის არმიამ და „სირიის თავისუფალი არმიის“ დანაყოფებმა ქალაქი მას შემდეგ აიღეს, რაც სირიელი ქურთების „სახალხო თავდაცვის დანაყოფები“ განდევნეს და ქალაქთან ახლოს მდებარე შემაღლებული ადგილი აიღეს.

თურქეთი 20 იანვრის შემდეგ სირიის ჩრდილოეთში, აფრინის რეგიონში სამხედრო ოპერაციას აწარმოებს, სახელწოდებით „ზეთისხლის ტოტი“. თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ დღეს გაკეთებული განცხადების მიხედვით, ოპერაციის მსვლელობის შედეგად 3089 ტერორისტია ლიკვიდირებული.

თურქეთი რეგიონში არსებულ ქურთულ დაჯგუფებებს, მათ შორის „სახალხო თავდაცვის დანაყოფებს“ ტერორისტულ დაჯგუფებებად მიიჩნევს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს