ზუგდიდში მცხოვრებ 108 წლის ქალბატონს ადგილობრივმა ხელისუფლებამ 8 მარტი მიულოცა

ზუგდიდში მცხოვრებ ვენერა გაწერელიას დღეს 108 წელი შეუსრულდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყველაზე უხუცეს ქალბატონს იუბილე და ქალთა საერთაშორისო დღე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიამ მიულოცეს.

მერიის ინფორმაციით, ვენერა გაწერელია 1910 წელს დაიბადა, მას 6 შვილი, 14 შვილიშვილი, 28 შვილთაშვილი და 5 შვილთაშვილის შვილი ჰყავს. ვენერა გაწერელია 1942 წელს დაოჯახდა, ის მეორე მსოფლიო ომის ზურგის მუშაკი იყო.

ზუგდიდის ყველაზე მხცოვანი ზუგდიდის რაიონული საბჭოს პირველი მოწვევის დეპუტატიცაა.

„ზუგდიდის მერია 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს ყოველწლიურად 500 ლარს ურიცხავს. იუბილარმა ეს თანხა უკვე მიიღო“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა