გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 9 მარტს, აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 9 მარტს, ელექტროენერგიის მიწოდება 12:00-დან 17:00 საათამდე შეეზღუდება 173 აბონენტს გლდანში ზაქარია მაისურაძის, გულისაშვილის, მაისურაძის ქუჩებზე, ავჭალის მასივში, სოფელ გლდანში და თიანეთის გზატკეცილზე. 12:00-დან 14:00 საათამდე - 1098 აბონენტს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მუხრანი, ვარდისუბანი, ქსოვრისი, ბურიანი. 11:30-დან 18:00 საათამდე - 660 აბონენტს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ბაზალეთი, ჩირდილელიანი, გრიგოლაანი, ჩუგუნიაანი და მიმდებარე სოფლებში. 11:30-დან 18:00 საათამდე - 213 აბონენტს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში დავათი, ნოკორნა, წითურები, ქერიაანთკარი და მიმდებარე სოფლებში. 12:00-დან 17:00 საათამდე - 1441 აბონენტს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ახალშენი, მჭადიჯვარი, ციხევდავი, ციხისუბანი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - აღნიშნულია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი