საფრანგეთის ელჩი ტატუნაშვილის საქმეზე - საერთაშორისო თანამეგობრობა აქტიურადაა ჩართული ამ საკითხში და ელოდება შედეგებს

საქართველოში საფრანგეთის ელჩი პასკალ მენიე იმედოვნებს, რომ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამოსაძიებლად ყველა ზომა გატარდება. როგორც ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა, ტატუნაშვილის გარდაცვალების გამოძიების საკითხზე საჭიროა მეტი გამჭვირვალობა.

”ეს თემა განიხილებოდა ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების შეხვედრაზე. იმედი მაქვს, ყველა ზომა გატარდება იმისთვის, რომ გაირკვეს რა მოხდა რეალურად. საერთაშორისო თანამეგობრობა აქტიურად არის ჩართული ამ საკითხში და ელოდება შედეგებს”, - განაცხადა ელჩმა.

22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი