მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა უკრაინის პრეზიდენტის მოწმის სახით გამოძახებაზე სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს

მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარემ უზენაეს სასამართლოში უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მოწმის სახით გამოძახებაზე სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკიმ განაცხადა.

„16 მარტს უზენაეს სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხის არსებითი განხილვა იქნება. ჩვენ ოცამდე შუამდგომლობა წარვადგინეთ მტკიცებულებების გამოთხოვასთან დაკავშირებით, მათ შორის უკრაინის პრეზიდენტის მოწმის სახით დაკითხვის თაობაზე“, - განაცხადა ადვოკატმა.

რუსლან ჩერნოლუცკიმ ასევე განაცხადა, რომ დაცვის მხარემ სარჩელი შეიტანა მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან უკანონოდ გაძევების თაობაზე.

„უკვე ერთი თვე გავიდა, რაც სარჩელები შევიტანეთ ხელისუფლების მხრიდან უკანონო ქმედებებზე, მაგრამ სასამართლო სხდომები ჯერ არ ჩანიშნულა“, - აღნიშნა ადვოკატმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს