ექსპერტი - არბიტრაჟის შესახებ კანონი კარგია, მაგრამ ნაკლებია საზოგადოების ნდობა არბიტრაჟის მიმართ

სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში კვლევის არბიტრაჟის სამართლებრივი და პრაქტიკული ასპექტების მიმოხილვა საქართველოში“ პრეზენტაცია იმართება.

აღნიშნული კვლევა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ ჩატარდა ევროკავშირისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის ერთობლივი პროექტის „ხელმისაწვდომი მართლმსაჯულება და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარება საქართველოში“ ფარგლებში.

კვლევის მიხედვით არსებული გამოწვევებია: საზოგადოების და სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფების უნდობლობა არბიტრაჟის მიმართ, დაბალი ცნობადობა ამ სისტემის შესახებ, არბიტრთა კვალიფიკაციის ნაკლებობა და სხვა დამაბრკოლებელი გარემოებები, რომელიც ხელს უშლის არბიტრაჟის განვითარებას საქართველოში.

როგორც კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის კონსულტანტმა, სამართლებრივმა ექსპერტმა სოფიო ტყემელაძემ აღნიშნა, არბიტრაჟის შესახებ კანონი კარგია, მაგრამ ნაკლებია საზოგადოების ნდობა არბიტრაჟის მიმართ.

„კვლევის მიზანი იყო გაგვერკვია თუ რა არის ის ფაქტორები, რამაც ხელი შეუწყო აქამდე არბიტრაჟის განვითარებას და ასევე ის ფაქტორები, რომელიც აფერხებს არბიტრაჟის მეტად გამოყენებას, განსაკუთრებით წმინდა კომერციულ დავებში. კვლევის ფარგლებში შესწავლილი იქნა 11 საარბიტრაჟო დაწესებულება, გაანალიზდა კანონმდებლობა და სასამართლო პრაქტიკა. გამოვკითხეთ ყველა დაინტერესებული მხარე: არბიტრაჟის მომხმარებლები, იურისტები, მოსამართლეები, ასევე სახელმწიფო დაწესებულებების წარმომადგენლები და დონორები. შედეგად გამოიკვეთა რა არის ძირითადი გამოწვევა. პოზიტიური ელემენტი არის, რომ კარგი კანონი გვაქვს არბიტრაჟის შესახებ და ამან მეტწილად განაპირობა არბიტრაჟის განვითარება. საკანონმდებლო ბაზა კარგი გვაქვს, მაგრამ ხარვეზები და გამოწვევებია პრაქტიკაში. გამოწვევა არის ის, რომ ნაკლებია საზოგადოების ნდობა არბიტრაჟის მიმართ და ნაკლებია არბიტრაჟის შესახებ ცნობადობა. როგორც იურისტებში, ასევე ბიზნესწრეებში კარგად არ აქვთ გაცნობიერებული თუ რა უპირატესებობები შეიძლება ჰქონდეთ არბიტრაჟს“, - განაცხადა სოფიო ტყემალაძემ.

არბიტრთა ასოციაციის წარმომადგენლის ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, საჭიროა არბიტრაჟის სისტემის სრულად პოპულარიზება,

„საჭიროა არბიტრაჟების სისტემის სრულად პოპულარიზება, იმისათვის რომ გაიზარდოს იმ პირთა წრე, ვისთვისაც არბიტრაჟი ალტერნატივა იქნება სასამართალო განხილვის. ეს სასამართლოს მნიშვნელოვნად განტვირთავს. ბევრ საქმეს სასამართლო დროულად ვერ იხილავს ობიექუტრი მიზეზების გამო, საქმეთა რაოდენობა იმდენად დიდია, რომ კანონით დადგენილ ვადაში ვერ ასწრებენ ამის განხილვას“, - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

აღნიშნული კვლევა 2017 წლის აგვისტო-ნოემბერში პერიოდში ჩატარდა.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს