მიხეილ სააკაშვილი - სირცხვილი უკრაინის ხელისუფლებას იმ გაყალბებული საქმის გამო, რომელიც ახლა შეაჩერეს

სირცხვილი უკრაინის ხელისუფლებას იმ გაყალბებული საქმის გამო, რომელიც მათ ახლა შეაჩერეს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

„უკრაინის ხელისუფლებას უნდა რცხვენოდეს და არა მხოლოდ მათ, არამედ იმ ფსევდოოპოზიციონერებსაც, რომლებიც სამარცხვინოდ დუმდნენ, როდესაც ცილი დამწამეს, ციხეში ჩამაგდეს და სასამართლოებში მათრევდნენ. ზუსტად ასეთ ყალბ ოპოზიციონერებზე დგანან ბარიგები“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე მოითხოვა მას საშუალება მისცენ უკრაინაში დაბრუნდეს.

„მოვითხოვ უკრაინაში დაბრუნების საშუალება მომცენ, რათა თავი დავიცვა ბოლომდე. შემდეგ კი ლუცენკოს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობის და დამნაშავე პროკურორებისა და მოსამართლეების ციხეში ჩასმას შევეცდები“, - დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოძიება შეაჩერა.

პროკურატურაში განმარტეს, რომ გამოძიების შეჩერება საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, პროცესუალური ქმედებების შესრულების აუცილებლობამ გამოიწვია.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს